ახალი: ონლაინ ჯავშანი შენი კლიენტებისთვის

მართე დითეილინგ ცენტრი ერთი ეკრანიდან

შეკვეთები, ონლაინ ჯავშანი, სალარო და რეპორტები — ყველაფერი, რაც დითეილინგ ცენტრის მუშაობისთვის გჭირდება, 30 წამში მზადაა.

  • ბარათი არ გჭირდება
  • სურვილისამებრ — სადემონსტრაციო მონაცემებით
  • გააუქმე ნებისმიერ დროს
yoursalon.lupify.ge
შეკვეთების დაფა
დღის შემოსავალი2 051 ₾
ახალი ჯავშანიხვალ 10:00 · კერამიკული საფარი
გარანტია დაიბეჭდა2 წელი
5ეტაპი ჯავშნიდან გადაცემამდე
4მანქანის კლასი, თითოეული თავისი ფასით
30 წმრეგისტრაციიდან საკუთარ პროგრამამდე
0 ₾პირველი 14 დღის განმავლობაში
მიღება-ჩაბარების აქტი

ძველ ნაკაწრზე კამათი აღარ იქნება

შეეხე მანქანას დაზიანების ადგილას: ჩნდება დანომრილი ნიშანი, რომელიც ფოტოებსა და კლიენტის ხელმოწერასთან ერთად აქტში აისახება.

  • დაზიანების აღრიცხვა ერთი შეხებით
  • ფოტოები და კლიენტის ხელმოწერა ეკრანზე
  • მიღება-ჩაბარების აქტის საბეჭდი ფორმა

სცადე: შეეხე მანქანას

დაზიანებები მიღებისას
    ფუნქციები

    ყველაფერი, რასაც ცენტრი დღის განმავლობაში აკეთებს — ერთ სივრცეში

    აღარც რვეული, აღარც Excel-ი და აღარც მესენჯერის ჩატები: მანქანა, სამუშაო, დითეილერი და გადახდები ყოველთვის ერთ ბარათზეა.

    შეკვეთების დაფა

    ყველა მანქანა ეტაპების მიხედვით: ჯავშანი, მიღებული, მიმდინარე, დასრულებული, გადაცემული. გადაიტანე ბარათი შესაბამის სტატუსზე და დროები ავტომატურად აღირიცხება.

    ონლაინ ჯავშანი

    კლიენტი შენს გვერდზე თავისუფალ დროს თავად ირჩევს, მოთხოვნა კი პირდაპირ დაფაზე ხვდება.

    სალარო

    ნაღდი, ბარათი და გადარიცხვა. საწყისი და საბოლოო ნაშთი ნებისმიერ დღეზე — სალაროს შემოწმებას ერთი წუთი სჭირდება.

    ფასები კლასის მიხედვით

    სედანი, ჯიპი, მიკროავტობუსი, პრემიუმი — სწორი ფასი მანქანის არჩევისთანავე ჩნდება.

    ინვოისი და გარანტია

    შენი ბრენდირებული ინვოისი და გარანტიის სერტიფიკატი — ერთი დაჭერით.

    დითეილერების ანაზღაურება

    ყოველ სერვისს თავისი წილი აქვს, ამიტომ თვის ბოლოს ანაზღაურება უკვე დათვლილია.

    რეპორტები

    სერვისების ისტორია, კლიენტების ვალები და ანაზღაურება — ნებისმიერი პერიოდისთვის, თითოეულ სამუშაოზე.

    მანქანის ისტორია

    ჩაწერე სანომრე ნიშანი და ნახე ამ მანქანის ყველა ვიზიტი, სერვისი და გარანტია.

    შეკვეთის ბარათი

    მთელი სამუშაო ერთ ბარათზე

    მანქანა, მისი მფლობელი, სერვისები მანქანის კლასის ფასით, ვინ რას აკეთებს, გადახდები და ფოტოები — გახსენი ბარათი და ყველაფერი იქაა, ჯავშნიდან გადაცემამდე.

    • ფასი მანქანის კლასის მიხედვით
    • გადახდის აღრიცხვა ერთი შეხებით
    • ინვოისი, გარანტია და rs.ge-ზე ატვირთვა ერთი შეხებით
    შეკვეთის ბარათი
    ფული

    დახურე დღე ერთ წუთში

    კლიენტების გადახდები და სალაროს ოპერაციები ერთ უწყისში იკრიბება: საწყისი ნაშთი, შემოსვლა, გასვლა და საბოლოო ნაშთი — ნაღდით, ბარათით და გადარიცხვით.

    • ფულის შეტანა და გატანა სალაროდან
    • დაინახე თანხის ბრუნვა შეკვეთების მიხედვით
    • დასაბეჭდი უწყისი ბანკთან შესადარებლად
    ფულის მოძრაობის უწყისი
    ონლაინ ჯავშანი

    კლიენტები ჯავშნიან, სანამ შენ მუშაობ

    შენს ცენტრს საკუთარი ჯავშნის გვერდი ექნება. ბმული დადე Instagram-ზე ან Facebook-ზე: კლიენტი მხოლოდ თავისუფალ დროს ხედავს და რამდენიმე შეხებით ჯავშნის.

    • შენი სამუშაო საათები და დღეები
    • დადასტურება ელფოსტით ან SMS-ით
    • დაადასტურე მოთხოვნა და შეკვეთა მზადაა
    ჯავშნის გვერდი ტელეფონზე
    როგორ მუშაობს

    შენი პროგრამა სამ ნაბიჯში

    1

    დარეგისტრირდი

    ცენტრის სახელი, მისამართი და პაროლი. არც ბარათი, არც ზარი.

    2

    მოირგე

    მოკლე სია ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიძღვება: რეკვიზიტები, სერვისები, ფასები, გუნდი და ჯავშნის საათები.

    3

    მიიღე პირველი მანქანა

    გახსენი პირველი შეკვეთის ბარათი — დაფა, სალარო და რეპორტები იქიდან თავისით შეივსება.

    ფასები

    პაკეტი ყველა ცენტრისთვის

    საცდელ პერიოდში ისარგებლებ სრული ფუნქციონალით.

    საბაზისო

    ყველაფერი, რაც ცენტრს ყოველდღიური მუშაობისთვის სჭირდება.

    79 ₾ თვეში
    დაიწყე უფასოდ
    • მომხმარებლების ლიმიტის გარეშე
    • შეკვეთები და შეკვეთების დაფა
    • კლიენტებისა და მანქანების ბაზა
    • ფასები მანქანის კლასის მიხედვით
    • სალარო და ფულის მოძრაობის უწყისი
    • ინვოისისა და გარანტიის ბეჭდვა
    • ყველა მანქანის სერვისების ისტორია
    • კლიენტების ვალების ანგარიშგება
    • დითეილერების გამომუშავება
    ყველაზე პოპულარული

    პრო

    მთელი პროგრამა, ყველა ფუნქციით.

    149 ₾ თვეში
    დაიწყე უფასოდ
    • ყველაფერი საბაზისოდან, დამატებით:
    • ონლაინ ჯავშნის გვერდი
    • ჯავშნების კალენდარი
    • ჯავშანი ითვალისწინებს, რამდენი მანქანა გეტევა
    • WhatsApp და SMS: ჯავშანი დადასტურდა, მანქანა მზადაა
    • 100 SMS თვეში უფასოდ
    • შეხსენება კლიენტს: გარანტია, შემდეგი ვიზიტი
    • შეფასების თხოვნა ყოველი სამუშაოს შემდეგ
    • მარკეტინგული კამპანიები WhatsApp-ით და SMS-ით
    • მიღება-ჩაბარების აქტი: დაზიანებები, ფოტოები, ხელმოწერა
    • კორპორატიული კლიენტები
    • აბონემენტები და სასაჩუქრე ბარათები
    • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა rs.ge-ზე ერთი ღილაკით
    • პრიორიტეტული მხარდაჭერა

    ვილაპარაკოთ

    ქსელური ცენტრებისთვის და ყველაფრისთვის, რაც სპეციალურად შენზეა მორგებული.

    შეთანხმებით ფასი შენს საჭიროებებზეა დამოკიდებული
    დაგვიკავშირდი
    • ინდივიდუალური დეველოპმენტი
    • რამდენიმე ფილიალი
    • მასალების მარაგი
    • ინტეგრაცია შენს სისტემებთან
    • საკუთარი დომენი და ბრენდინგი
    • არსებული მონაცემების გადმოტანა

    14 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე. პაკეტის შეცვლა ან გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია.

    პაკეტების შედარება

    კითხვები

    ხშირად დასმული კითხვები

    პასუხი ვერ იპოვე? მოგვწერე — იმავე დღეს გიპასუხებთ.

    რა ხდება 14 დღის შემდეგ?

    აირჩიე პაკეტი და გააგრძელე მუშაობა იმავე პროგრამაში: საცდელ პერიოდში შეყვანილი არაფერი იკარგება. თუ არ გააგრძელებ, საცდელი პროგრამა წაიშლება.

    დასაწყებად ბარათი მჭირდება?

    არა. საცდელი პერიოდისთვის მხოლოდ ელფოსტა და პაროლი გჭირდება.

    რა არის საცდელ პროგრამაში?

    შენი საკუთარი პროგრამა ყველა ფუნქციით: ან სუფთა, შენი მონაცემებისთვის, ან სადემონსტრაციო მონაცემებით, მიმოსახედად. ავტომობილების კატალოგი, კლასები და სერვისების საწყისი სია ფასებით ორივეში უკვე არის.

    შემიძლია ჯერ მონაცემებით ვნახო?

    კი: რეგისტრაციისას აირჩიე „სადემონსტრაციო მონაცემებით“ და შენი საკუთარი პროგრამა შეკვეთებით, გადახდებითა და ჯავშნებით სავსე გაიხსნება. როცა მზად იქნები, ერთი დაჭერით წაშლი მათ და იმავე მისამართზე სუფთად დაიწყებ.

    ტელეფონზე მუშაობს?

    კი. პროგრამა ნებისმიერ ბრაუზერში იხსნება — კომპიუტერზე, პლანშეტზე თუ ტელეფონზე, ინსტალაციის გარეშე.

    რამდენ თანამშრომელს შეუძლია მისი გამოყენება?

    იმდენს, რამდენიც შენს ცენტრში მუშაობს: დითეილერებს, მენეჯერს, მფლობელს. თითოეულს საკუთარი ლოგინი აქვს, ფასი კი არ იცვლება.

    მიიღე პირველი მანქანა დღესვე

    14 დღე უფასოდ, ყველა ფუნქციით. შენი პროგრამა 30 წამში მზადაა.