თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 29 ოქტომბერი 2026
Lupify ონლაინ მომსახურებაა: წვდომა იხსნება რეგისტრაციისთანავე ან გადახდისთანავე, ფიზიკურად არაფერი იგზავნება. თანხის დაბრუნება ხდება შემდეგი წესით.
1. საცდელი პერიოდი
14 დღე უფასოა და ბარათს არ ითხოვს, ამიტომ დასაბრუნებელიც არაფერია.
2. თვიური პაკეტი
გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება. უკვე გადახდილი თვის საფასური არ ბრუნდება, მაგრამ პროგრამა ამ თვის ბოლომდე მუშაობს.
3. წლიური პაკეტი
თუ თანხის დაბრუნებას გადახდიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვთ, სრულად დაგიბრუნდებათ. ამ ვადის შემდეგ წლის საფასური არ ბრუნდება, მაგრამ პროგრამა წლის ბოლომდე მუშაობს.
4. შეცდომით ჩამოჭრილი თანხა
ორჯერ ჩამოჭრილი ან გაუქმების შემდეგ ჩამოჭრილი თანხა სრულად ბრუნდება.
5. ჩვენი მხრიდან შეფერხება
თუ ჩვენი მიზეზით პროგრამა ზედიზედ 3 დღეზე მეტხანს არ მუშაობს, დაკარგულ დღეებს თქვენს პერიოდს დავუმატებთ, ან მოთხოვნისამებრ მათ საფასურს დაგიბრუნებთ.
6. როგორ მოითხოვოთ
მოგვწერეთ ელფოსტით პროგრამის მისამართი და გადახდის თარიღი. მოთხოვნას 3 სამუშაო დღეში დაგიდასტურებთ; თანხა საქართველოს ბანკის მეშვეობით იმავე ბარათზე ბრუნდება, ჩვეულებრივ 10 სამუშაო დღეში (ბარათზე ასახვას ბანკი შეიძლება რამდენიმე დღე კიდევ მოანდომოს).
7. თანხა
ვაბრუნებთ ჩამოჭრილ თანხას. ბანკების მიერ ვალუტის კონვერტაციით გამოწვეული სხვაობა არ ანაზღაურდება.
მომსახურების მიმწოდებელი
ინდივიდუალური მეწარმე ნიკა ამირანიძე
საიდენტიფიკაციო კოდი: 01019089191
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N23
ელფოსტა: info@lupify.ge